|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ჰერა 2011
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ნეონატალური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ექთანი.
შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.
კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.
"ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.
შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას ნეონატალურ დეპარტამენტში ინტენსიური თერაპიის (I;II;III) დონე ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** სამუშაო გრაფიკი: ცვლადი (დღის და ღამის ცვლები)
პოზიციის აღწერა:
ინტენსიური თერაპიის ექთანი უზრუნველყოფს კრიტიკულად მძიმე პაციენტების მუდმივ მონიტორინგს, მოვლასა და მკურნალობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას, მოქმედი კლინიკური პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი (ვიტალური პარამეტრები)
** ექიმის დანიშნულებების შესრულება
** მედიკამენტების მომზადება და ადმინისტრირება
** სამედიცინო აპარატურის მართვა (ვენტილატორი, მონიტორი და სხვ.)
** რეანიმაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული საექთნო განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
** კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვის საბაზისო ცოდნა
** სამედიცინო აპარატურის (ვენტილატორი, მონიტორი და სხვა) გამოყენების უნარი
** რეანიმაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია შესაბამისი ტრენინგებისა და სერტიფიკატების ქონა
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ გუნდს
2. საოპერაციო ექთანი
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; კვირაში 5 დღე;
** სამუშაო საათები: 09:30-დან 17:30-მდე
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი შეთანხმებით;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** საოპერაციო ბლოკის მომზადება;
** სტერილური და ასეპტიკური ტექნიკის დაცვა;
** სამედიცინო ინსტრუმენტების სწორად მომზადება და აღრიცხვა;
** ოპერაციის შემდგომ საოპერაციოს დეზინფექცია და აღჭურვილობის მოწესრიგება;
** პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა პროცესის ყველა ეტაპზე;
** დოკუმენტაციის კორექტული შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნის დიპლომი/სერტიფიკატი
** სასურველია საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება;
(კანდიდატებს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, კლინიკა უზრუნველყოფს პროფესიული უნარ-ჩვევების ადგილზე სწავლასა და განვითარებას.)
** სტერილიზაციისა და ინფექციების პრევენციის წესების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას;
** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალების გუნდს;
3. მიმღების ექთანი
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: დაწყება 10:00 დასრულება 17:00
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1125 ლარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშობიაროში შემოსული პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და პირველადი შეფასება
** ორსულებისა და მშობიარეთა მდგომარეობის მონიტორინგი ექიმის დანიშნულების შესაბამისად
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება
** პაციენტების ინფორმირება პროცედურებისა და შიდა წესების შესახებ
** ექიმისა და სამედიცინო გუნდის მხარდაჭერა დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესების დროს
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია)
** მოქმედი ექთნის სერტიფიკატი
** უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მიმღების მიმართულებით.
** სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
პიროვნული უნარები:
** ემპათია და პაციენტზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და სიზუსტე
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|