Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა.

"ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი / ლილო
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ;
მორიგეობა: 24-საათიანი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი + ბონუსი.

სამუშაო აღწერილობა:

** ობიექტის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
** მორიგეობის პერიოდში ობიექტზე დაშვების უზრუნველყოფა, შესვლა-გამოსვლის კონტროლი (როგორც ადამიანების, ასევე ა/მანქანების).

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, დისციპლინა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge

სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "დაცვის თანამშრომელი".

წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით.

დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე