|
დასახელება:
კიბერუსაფრთხოების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
ტერაბანკში კიბერუსაფრთხოების ოფიცერს ვეძებთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება
** ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და უწყვეტი მონიტორინგი
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და მართვის გეგმის შემუშავება
** შიდა და გარე აუდიტორულ შემოწმებებში მონაწილეობა და თანამშრომლობა.
** თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების ან მომიჯნავე მიმართულებით
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში (სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება)
** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, სახელმძღვანელო მითითებებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება
** სასურველი სერთიფიკატები: ISO/IEC 27001 Lead Implementer / Lead Auditor. CISM, CISSP, CRISC ან სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი.
** საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (ISO/IEC 27001, NIST, COBIT და სხვა)
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, ინციდენტების მართვისა და ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვის (BCP/DRP) გამოცდილება
** ქსელური უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და წვდომის მართვის (Identity and Access Management) პრინციპების ცოდნა
** უსაფრთხოების აუდიტის პროცესების მართვისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის გამოცდილება
** მოწყვლადობების შეფასებისა და შეღწევადობის ტესტირების პროცესების ზოგადი ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | კიბერუსაფრთხოების ოფიცერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი .
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|