Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
Boxette Georgia აცხადებს ვაკანსიას B2B Sales Hunter (Corporate Sales Manager) პოზიციაზე.

ეს ვაკანსია არ არის ყველასთვის.

თუ გაყიდვები შენთვის ნიშნავს:

** ზარების "გაკეთებას" და არა შედეგს
** კომფორტს და არა გამოწვევას

ეს როლი შენთვის არ არის.

მაგრამ თუ ხარ ადამიანი, რომელიც:

** ნულიდან ხურავს დიდ გარიგებებს
** უარს არ იღებს - მხოლოდ "ჯერ არა"
** შედეგით ცხოვრობს და არა პროცესით

მაშინ წაიკითხე ბოლომდე.

Boxette - ის შესახებ:

** Boxette არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ოპერირებს შემდეგ ბაზრებზე: საქართველო, აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ევროპა, უზბეკეთი და უკრაინა.
** საქართველოს ბაზარზე ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია
** ვფართოვდებით საერთაშორისო ბაზრებზე
** ვართ #1 არჩევანი ქართველი e-commerce გამყიდველებისთვის
** ჩვენ ვაშენებთ ლოგისტიკის ახალ სტანდარტს - და გვჭირდება ადამიანი, ვინც ამას გაყიდის.

შენი მისია

მოიყვანო კომპანიაში დიდი კლიენტები და დიდი ფული
ეს არის რეალური B2B გაყიდვები - არა "ფორმალური" პროცესი.

რას გააკეთებ რეალურად:

** მოიძიებ და დახურავ ახალ კორპორაციულ კლიენტებს
** გახსნი კარებს ცივი კონტაქტით (calls / meetings / networking)
** აწარმოებ მოლაპარაკებებს და დახურავ deal-ებს
** გაიგებ კლიენტის ბიზნესს და შესთავაზებ სწორ გადაწყვეტას
** მართავ pipeline-ს და მიაღწევ (და გადააჭარბებ) target-ებს
** შექმნი შენს პორტფელს - რეალურ შედეგებზე დაფუძნებულს

ვინ გვჭირდება:

** მინ. 3 წელი აქტიურ B2B გაყიდვებში (hunter role)
** გაქვს დახურული deal-ების ისტორია (არა უბრალოდ "მუშაობდი გაყიდვებში")
** არ გეშინია ცივი კონტაქტის - პირიქით, გიყვარს
** ძლიერი კომუნიკაცია და დარწმუნების უნარი
** ქართული + ინგლისური (აუცილებელია)

დიდი პლუსი:

** ლოგისტიკა / e-commerce / freight გამოცდილება
** არსებული კორპორაციული კონტაქტები

რას მიიღებ:

** ფიქსირებული ხელფასი + დიდი ბონუსი (No ceiling)
** რაც მეტს ყიდი - მით მეტს გამოიმუშავებ
** სწრაფი კარიერული ზრდა (Team Lead / Head of Sales)
** პირდაპირი მუშაობა top management-თან
** თავისუფლება - შედეგზე ორიენტირებული გარემო

რატომ ეს როლი?

Boxette სწრაფად იზრდება, მაგრამ: ყველაზე დიდი პოტენციალი არის ძლიერ გაყიდვებში

თუ შენ ხარ ადამიანი, ვინც:

** მოიტანს შემოსავალს
** ააშენებს მომხმარებლებთან ხანგრძლივ თანამშრომლობას
** და თამაშობს დიდ თამაშს
** აქ შეგიძლია სრულად რეალიზდე!

Apply

გამოგვიგზავნე:

CV
და უპასუხე ერთ კითხვას:

"ხვალ რომ მოგეცეს დავალება, 1 კვირაში მოიყვანო 5 ახალი მსხვილი B2B კლინეტი ბოქსეტ ჯორჯიაში, რას გააკეთებ პირველ რიგში?"

s.chkhikvadze@boxette.ge

Subject: B2B Sales Hunter
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე