Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719633&print=yes&view=jobs
 
გარემოს დაცვის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ქუთაისის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო პირობები:

პოზიციის დასახელება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო აღწერილობა:

** პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
** დამკვეთთან და კონტრაქტორ კომპანიებთან რეპორტინგი;
** ობიექტზე სამშენებლო ნარჩენების მართვა;
** გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პერსონალის ტრეინინგი;
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** სამშენებლო პროექტის ინსპექტირება;
** ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი მონიტორინგის, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე;
** ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ESMP სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 6 ივნისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია