Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719631&print=yes&view=jobs
 
KA ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: KA ოპერატორი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით.

ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, , ჩემი მარაგი, შენი კალათი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას KA ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** აუცილებელია ანალოგიური პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება/განაწილება წინასწარ გაწერილი განრიგის შესაბამისად;
** შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება პროგრამაში;
** შეკვეთების გადახდის ვადების კონტროლი;
** შეკვეთების მიღების პროცესში წინასწარ განსაზღვრული ასორტიმენტის კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
ანაზღაურება: 1250 ლარი ფიქსირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge და "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია