Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719599&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ჯანსაღი კვების ობიექტი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
ჩვენ ვაშენებთ მაღალტექნოლოგიურ Dark Kitchen-ს, რომელიც ორიენტირებულია Cuisine Vivante-ს (ცოცხალი სამზარეულო) ფილოსოფიაზე, როდესაც საკვების თერმულად დამუშავება არ ხდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე რაციონები, სადაც პროდუქტის დამუშავება ხდება ფერმენტების შენარჩუნებით. სამზარეულო აღჭურვილია პროფესიონალური ინდუსტრიული აპარატურით. ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობას საქართველოს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ გასტრონომიულ პროექტში, პროფესიონალურ ზრდას, ექსპერიმენტების შესაძლებლობას უახლესი აპარატურით.და კონკურენტულ ხელფასს.

პოზიცია: მზარეული
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს შედგენა;
** ინვენტარიზაცია - კომპანიის მიერ მოწოდებული ინვენტარის, დანადგარებისა და მოწყობილობების მართვა;
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** მარაგების მართვა, კრიტიკული მინიმუმის დადგენა, საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება;
** გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ორგანული და სხვა ნარჩენების მართვა;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** მენიუს ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და მასზე დაყრდნობით პერიოდულად მენიუს განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ცოცხალი სამზარეულოს მიმართულებით გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა)
** პროფესიული განათლება კვების ან/და ნუტრიციის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** სისუფთავე, მოწესრიგებულობა
** რამდენიმე საკითხზე - პარალელურ რეჟიმში ფოკუსირების უნარი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (და სურვილის შემთხვევაში დამატებითი მასალა) შემდეგ მისამართზე: vacancy@nutri.org.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია