Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.

კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** პროდუქტის შესახებ კონტენტის შექმნა და პროგრამაში განთავსების უზრუნველყოფა;
** ფასების და ნაშთების კონტროლი;
** კატეგორიის მენეჯერებთან მჭიდრო კავშირი და შესაბამისი დავალებების შესრულება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge.

გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე