|
დასახელება:
რეზერვი გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეზერვი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
გრაფიკი: მცოცავი;
ხანგრძლივობა: 4 თვე;
ანაზღაურება: 1100 Net (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საცალო და კორპორატიული მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად: შეკვეთის მიღება და შესაბამისი განაცხადის შექმნა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
** მომსახურების ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მომხმარებელთა ბაზის განახლება;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის Basic დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი"
გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|