|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
დიალოგ კოხტა აპარტს
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
აპარტ-სასტუმრო "დიალოგი კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სასმელების მომზადება და პრეზენტაცია კომპანიის სტანდარტების მიხედვით
** ბარის სამუშაო ადგილის სისუფთავის, წესრიგისა და ინვენტარის კონტროლი
** სტუმრებთან კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიცემა
** მარაგების კონტროლი და შევსება
** ბარის პროცესებში უსაფრთხოების წესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბარმენი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|