|
დასახელება:
ჰოსტესი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი Cheese Farm
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
რესტორანი "Cheese Farm" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მათთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;
** სტუმრების განაწილება მაგიდებზე და ჯავშნების მართვა;
** რიგების ეფექტურად მართვა პიკის საათებში;
** სტუმრების პროფესიონალურად დახვედრა და შესაბამის მაგიდებთან მიცილება:
** სტუმრებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პოზიტიური პირველი შთაბეჭდილების შექმნა და ბრენდის იმიჯის მხარდაჭერა;
** ეფექტური თანამშრომლობა სერვისისა და სამზარეულოს გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სერვისზე და სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
** სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Info@cheesefarm.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ყველის ქარხანა ერთის" მიერ;
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|