|
დასახელება:
პიცის მცხობელი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი Cheese Farm
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
რესტორანი "Cheese Farm" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პიცის ცომის მომზადება, გაბრტყელება და ფორმირება;
** პიცის მომზადება სტანდარტების შესაბამისად (რეცეპტურის დაცვით);
** ინგრედიენტების სწორი და ჰიგიენური დამუშავება;
** ღუმელთან მუშაობა და პიცის გამოცხობის პროცესის კონტროლი;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** ნედლეულის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** გუნდთან კოორდინაცია სწრაფი და ეფექტური მომსახურებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პიცის მომზადების ტექნიკის ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების ცოდნა და მკაცრი დაცვა;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Info@cheesefarm.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ყველის ქარხანა ერთის" მიერ;
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|