Робота для біженців з України
სხვადასხვა - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: უჯ ლუბრიკანტს
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "UG Lubricants" აცხადებს ვაკანსიას:

1. ქიმიური ანალიზების ლაბორანტი

კომპანიის აღწერა:

"UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
** პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
** პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე
** ანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
** საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზი
** პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან
** ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა
** შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით
** ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).
** ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
** ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად
** სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა
** თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
** სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

-------------------------------------------------------------------

2. საქმის მწარმოებელი

ვაკანსიის აღწერა:

"UG Lubricants" ეძებს საქმის მწარმოებელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებასა და დოკუმენტბრუნვის მართვაზე. პოზიცია მოიცავს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერას, კორესპონდენციის მართვას და კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება
** ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის ადრესატებთან გადანაწილება
** ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა
** კომპანიის დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივირება
** შეხვედრებისა და სამუშაო კალენდრის ორგანიზებაში მხარდაჭერა ხელმძღვანელობისთვის
** საკურიერო და საფოსტო გზავნილების ორგანიზება
** ოფისში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა საჭიროების შემთხვევაში
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან უმაღლესთან გათანაბრებული განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის მიმართულებაში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
** დოკუმენტბრუნვისა და საქმიანი კომუნიკაციის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ენების ცოდნა:

** ქართული - აუცილებელია
** ინგლისური - აუცილებელია
** რუსული - აუცილებელია

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

** სტაბილური სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

-------------------------------------------------------------------

3. რეგიონული გაყიდვების მენეჯერი

კომპანიის აღწერა:

"UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით (B2B / დისტრიბუტორები / სერვის ცენტრები და სხვა არხები)
** აქტიური გაყიდვების განხორციელება და გაყიდვების პროცესის სრული მართვა რეგიონულ დონეზე
** ახალი კლიენტებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიება, გაყიდვების ქსელის გაფართოება რეგიონებში
** არსებული კლიენტების ბაზის მართვა, შენარჩუნება და განვითარება
** კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება
** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ბაზრის განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
** რეგულარული მივლინებები და წარმომადგენლობა კომპანიის სახელით რეგიონებში
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და ფასების ტენდენციების შეფასება
** გაყიდვების ანგარიშებისა და პროგნოზების მომზადება მენეჯმენტისთვის
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი შეთანხმებული პირობების ფარგლებში
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა პრეზენტაციების, შეხვედრებისა და კომერციული კომუნიკაციის დროს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია B2B)
** ბაზრის განვითარებისა და ახალი კლიენტების მოძიების პრაქტიკული გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელფოსტა)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** შერჩეული აპლიკანტი, მუშაობის პროცესში ხშირად გაემგზავრება მივლინებებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი) და ხშირი მივლინებები რეგიონებში
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, ბონუსები გაყიდვების შედეგების მიხედვით

ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა
** ბონუსების სისტემა
** საწვავის / მივლინებების ხარჯების ანაზღაურება
** სტაბილური სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

-------------------------------------------------------------------

4. წარმოების თანამშრომელი

კომპანიის აღწერა:

"UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ფუნქცია-მოვალეობები (წარმოების თანამშრომელი):

** საწარმოო პროცესში უშუალო მონაწილეობა (ზეთებისა და საცხების შერევა, ჩამოსხმა, შეფუთვა და მარკირება)
** საწარმოო ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური პროცესის დაცვა
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატისა და მზა პროდუქციის სწორი გამოყენება და გადაადგილება საწარმოში
** პროდუქციის ხარისხის პირველადი ვიზუალური კონტროლი და ხარვეზების დაფიქსირება
** ლაბორატორიასთან და ტექნოლოგთან კოორდინაცია პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
** საწარმოო მოწყობილობების, დანადგარებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და შიდა რეგულაციების დაცვა
** შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და გარემოს დაცვის ნორმების მკაცრი დაცვა
** საწარმოო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა (საჭიროების შემთხვევაში)
** საწყობთან კოორდინაცია ნედლეულის მიღებასა და მზა პროდუქციის გადაცემის პროცესში
** წარმოების პროცესში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური/ქიმიური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავს საწარმოო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზადყოფნა
** გუნდში მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ინსტრუქციების სწორად აღქმისა და შესრულების უნარი
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტისა და დამსაქმებლის მიერ შეთანხმებით მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე

ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა
** თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
** სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@uglubricants.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე