Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719531&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: უჯ ლუბრიკანტს
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "UG Lubricants" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ამონაწერების პროგრამაში გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების ასახვა;
** შესყიდვების, რეალიზაციების და მომსახურების ოპერაციების პროგრამული გატარება;
** იმპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი ხარჯების დარიცხვა;
** სასაქონლო მარაგების ჩამოწერის ოპერაციების განხორციელება;
** მომწოდებლებისა და მყიდველების დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი უწყისების წარმოება;
** რეალიზაციისა და შესყიდვების პროცესში ავანსების ჩათვლის კონტროლი;
** თვის ბოლოს ფინანსური გადაფასებების განხორციელება;
** მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების პროგრამული დარიცხვა, შესაბამის ანგარიშებზე გატარება და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საბანკო ოპერაციების კონტროლი, გადარიცხვების დამუშავება და ბანკებთან კომუნიკაცია;
** ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება და პროგრამაში ასახვა;
** RS-ზე ატვირთული ზედნადებების შემოტანის კონტროლი და არქივირება;
** საბაჟო ბროკერებისთვის შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** სტატისტიკის ფორმების მომზადება - გადაგზავნა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან უმაღლესთან გათანაბრებული განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი) და ხშირი მივლინებები რეგიონებში, სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა
** ბონუსების სისტემა
** სტაბილური სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@uglubricants.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია