|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
იბერკომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
შპს "იბერკომპანი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება:
** ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, საჯარო რეესტრთან და სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება, ადვოკატის ლიცენზია;
** სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი; (პრიორიტეტი მიენიჭება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში მიღებულ გამოცდილებას);
** სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა (ინდუსტრიის მიმდინარე ცოდნა, მათ შორის: შრომის სამართალი, კონტრაქტები, პროცესები, მეთოდები, სამშენებლო კოდები და უსაფრთხოების წესები.);
** ინგლისური ენის გამართული ცოდნა- ვერბალური კომუნიკაცია+ დოკუმენტაცია (სასურველია რუსული);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო კონტრაქტების განხილვა, ცვლილების შეტანა, შედგენა;
** კომპანიის ყველა საქმიანობის პროცესში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების (წინარე ნასყიდობის, წილის ნასყიდობის, უფლებების დათმობის, ასევე კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ტიპის ხელშეკრულებების) მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** პრობლემური ქეისების ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
** სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელის, საჩივრის, წერილების, ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობა.
პირობები:
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
** მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 37ლ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ მისამართზე: info@ibercompany.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|