Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719471&print=yes&view=jobs
 
საბითუმო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** საბითუმო გაყიდვების ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** არსებული საბითუმო კლიენტების შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოძიება, მათთან გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმოება;
** საბითუმო გაყიდვების კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად საბითუმო კლიენტებისთვის პროდუქციაზე ფასწარმოქმნა;
** კლიენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** განყოფილებისთვის ეფექტურობის მაჩვენებლების განსაზღვრა და ამ მაჩვენებლების ყოველდღიური მონიტორინგი;
** გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.
** საქართველოს მასშტაბით კომპანიის ქსელის შემოვლა და მონიტორინგი;
** დილერების გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მუდმივი კოორდინაცია კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან (შესყიდვები, გაყიდვები, ლოგისტიკა, ფინანსები და ა.შ.);
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი დადგენილი პერიოდულობით;.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებისადმი ყურადღება.
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
** სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, აქტივობებს, თიმბილდინგებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/4KYqnDWZm2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია