Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719398&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება HR მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება HR მიმართულებით
მომწოდებელი: Asterbit
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
Asterbit არის საერთაშორისო software development კომპანია და სს "Oppa"-ს შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებს ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნაში.

Asterbit სთავაზობს მომხმარებლებს ტექნოლოგიურად განვითარებულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩაერთვები HR გუნდის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებში და გაეცნობი შიდა სამუშაო პრაქტიკებს
** უზრუნველყოფ თანამშრომელთა მონაცემების, დოკუმენტაციისა, HR ფაილების ორგანიზებასა და განახლებას
** ითანამშრომლებ სხვადასხვა გუნდთან ინფორმაციის შეგროვებისა და კოორდინაციის მიზნით
** ჩაერთვები კომპანიის თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივებში
** ჩაერთვები შიდა ღონისძიებებისა და თიმბილდინგ აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია იყო სტუდენტი ან კურსდამთავრებული HR, ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
** აუცილებელია გქონდეს HR სფეროს მიმართ ძლიერი ინტერესი
** მნიშვნელოვანია იყო ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** გქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროაქტიულობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

დინამიკურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს
გუნდურ და სოციალური აქტივობებს
თუ დაინტერესებული ხარ ამ პოზიციით და გსურს ჩვენს გუნდს შემოუერთდე, გამოგვიგზავნე სივი მითითებულ მეილზე: talent@asterbit.io და მეილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სენსიტიურ მონაცემებს, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს Asterbit-ის მიერ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ვაკანსიებისთვის, თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისად, ან შენახულ იქნას შესაბამისი პოზიციებისთვის მომავალში.
გაგზავნილი მონაცემები ინახება 12 თვის განმავლობაში. დამატებით, თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მოსალოდნელი ანაზღაურება და ვაკანსიასთან დაკავშირებული დეტალები შესაძლოა შეინახოს 3 წლამდე კომპანიის სტატისტიკური და შეფასების მიზნებისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თუ გსურთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა შპს Asterbit-ის მიერ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: talent@asterbit.io

გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულები.

მოუთმენლად ველით შენთან შეხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია