Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719275&print=yes&view=jobs
 
საერთ. ტრენინგებისა და განვითარების დეპ.-ის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთ. ტრენინგებისა და განვითარების დეპ.-ის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს საერთაშორისო ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გლობალური ტრენინგებისა და განათლების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის კომერციული და განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში
** საერთაშორისო მასშტაბით ერთიანი სტანდარტების, ტრენინგ სისტემების და სერტიფიცირების მოდელების შექმნა და დანერგვა
** მრავალდონიანი სასწავლო პროგრამების (Basic, Advanced, Master) დიზაინი, დანერგვა და მართვა
** ტრენერთა ტრენინგის (TOT) სისტემის განვითარება, ტრენერების შერჩევის, აკრედიტაციისა და შეფასების პროცესების დახვეწა და მართვა
** საერთაშორისო ტრენერების, ექიმებისა და აზრის ლიდერების (KOL) ქსელის მართვა და განვითარება
** ტრენერების ეფექტურობის, ჩართულობისა და შედეგების მონიტორინგი KPI-ებზე დაყრდნობით
** გლობალური სასწავლო პროგრამების, კონგრესების, მასტერკლასებისა და ტრენინგების სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება
** ონლაინ და ჰიბრიდული სასწავლო სისტემების განვითარება და მართვა
** ტრენინგების საჭიროებების ანალიზი სხვადასხვა ბაზრების მიხედვით და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება
** ტრენინგების დაკავშირება პროდუქტის გამოყენებასთან და კომერციულ შედეგებთან
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, გაყიდვები, სამეცნიერო დეპარტამენტი) კოორდინაცია
** საერთაშორისო პარტნიორებთან, დისტრიბუტორებთან და პროფესიულ საზოგადოებებთან ურთიერთობა
** ტრენინგ პროცესების გაციფრულების პროცესის ინიცირება, მხარდაჭერა და ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში (ინტრანეტი, მონიტორინგის სისტემები, სერტიფიცირება)
** ტრენინგის უწყვეტი განვითარების სისტემის განვითარება და ხარისხის უზრუნველყოფა
** ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში ჩართულობა (კონგრესები, კონფერენციები და ა.შ.), კომპეტენციის ფარგლებში
** საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის პოზიციონირების გაძლიერება განათლების მეშვეობით
** ხარისხის მართვის სისტემის (QMS) ფარგლებში ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა და აუდიტის პროცესში მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში)
** სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება ტრენინგებისა და განათლების მიმართულებით
** დეპარტამენტის გუნდის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ფუნქციების გადანაწილება და თანამშრომელთა განვითარების მხარდაჭერა
** საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება და მართვა
** CME/CPD კრედიტების მიღების პროცესის განხორციელება და კოორდინაცია როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე
** სასწავლო ღონისძიებების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან (CME/CPD და ა.შ.)
** ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის უზრუნველყოფა შესაბამისი რეგულაციების და სტანდარტების მიხედვით
** ტრენინგ პროგრამების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება უკუკავშირის, მონაცემთა ანალიზისა და აუდიტის შედეგების საფუძველზე
** კოლხიდას კონგრესის ფარგლებში სამეცნიერო პროგრამის კოორდინაცია, მომხსენებლების მართვა, ასევე პროგრამისა და დარბაზების მიმდინარეობის ეფექტური საორგანიზაციო უზრუნველყოფა ღონისძიების სრულ ციკლში.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვრის 15;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 16 ივნისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია