Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719237&print=yes&view=jobs
 
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ონისი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია "ონისი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე (დისტანციურად)

"ონისი" თხილეულის და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი კეთილსინდისიერება და მუდმივი განვითარებაა. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი და თანამშრომელი ძალიან ძვირფასია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Remote)
** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 დღე: 19:00-23:55 სთ.
** კვირაში 2 დღე: 17:00-23:55 სთ. (ან 10:00-17:00 სთ. - შეთანხმებით)
** დასვენების დღე: შაბათი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომუნიკაცია Meta-ს პლატფორმებზე (Facebook, Instagram) და Business WhatsApp-ში;
** შეკვეთების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და სტატუსის მონიტორინგი;
** მომხმარებლების დროული ინფორმირება შეკვეთასთან დაკავშირებულ დეტალებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება);
** ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: onissigroup@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.onisi.ge

თქვენი რეზიუმე შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ კატეგორიის მონაცემებს, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული წესებით. აღნიშნულ მონაცემებს "ონისი" შეინახავს და დაამუშავებს შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაირეზერვოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ინტერესისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია