Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719229&print=yes&view=jobs
 
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე, როგორც წყნეთის, ასევე გელოვანის კამპუსში.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან
*თითოეულ ეტაპზე სკოლა აპლიკანტს დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
** განათლება: უმაღლესი
** გამოცდილება: მინ. 1 წელი, სკოლის ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა (სასურველია სასკოლო სივრცეში)

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაცია
** კომპიუტერული უნარები
** კლასის აქტივობების დაგეგმვის უნარი
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
** პრობლემური სიტუაციების მშვიდად გადაწყვეტის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ემპათია
** კულტურული განსხვავებების პატივისცემა
** ეფექტიანი კომუნიკაცია
** სწრაფი რეაგირება მოსწავლეთა გამოწვევებზე
** რთულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნება
** დროის მართვა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობა
** მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრა
** სიძნელეების განსაზღვრა/გათვალისწინება
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას (წყნეთის ფილიალის შემთხვევაში).

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 20 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. მაგალითად - გერმანულის მასწავლებელი (წყნეთი) /გერმანულის მასწავლებელი (გელოვანი).

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია