|
დასახელება:
შემოსავლების და გასავლების აუდიტი
|
| მომწოდებელი:
Buknari Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების და გასავლების აუდიტის თანამდებობაზე.
ხელფასი: 2000 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
** ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება, შესაბამისობის უზრუნველყოფა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლი;
** შიდა აუდიტის პროცესების განხორციელება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** შემოსავლებსა და ხარჯებს შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** კომპანიის ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების ძლიერი უნარები;
** Excel-ისა და ფინანსური პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|