Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Wiser
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Wiser" არის სწრაფად მზარდი კომპანია ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მხოლოდ 2 წელია ვმოღვაწეობთ, უკვე მოვახერხეთ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელება და ვაგრძელებთ განვითარებას. (გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდს Wiser.ge) ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის თანამედროვე და საინტერესო ფორმატში წარმოჩენაში.

პოზიციის მიზანია კომპანიის სოციალური მედიის მართვა და ხარისხიანი, საინტერესო კონტენტის შექმნა, რომელიც სწორად გადმოსცემს ჩვენს საქმიანობას და გააძლიერებს ბრენდს.

ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ასმათის ქუჩა 9
დასაქმება: სრული განაკვეთი, ადგილზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა: YouTube, TikTok, Instagram, LinkedIn
** ვიდეო და ფოტო კონტენტის გადაღება (ობიექტებზე, ოფისში, სამუშაო პროცესებში)
** კონტენტის მონტაჟი და დამუშავება
** ყოველდღიური აქტივობის უზრუნველყოფა
** კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება
** კომპანიის საქმიანობის შესწავლა და მისი მარტივად და საინტერესოდ გადმოცემა
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება
** ახალი იდეების და კონტენტის ფორმატების გენერირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება Social Media Management ან Content Creation-ში
** ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა
** კრეატიული აზროვნება და storytelling უნარი
** სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითორგანიზება
** კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის გამოცდილება
** სურვილი ტექნიკურ სფეროში ჩაღრმავების და სწავლების

დამატებითი უპირატესობა:

** გრაფიკული დიზაინის ცოდნა (Photoshop, Illustrator, Canva ან მსგავსი)
** ინგლისური ენის ცოდნა

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** რეალურ და მასშტაბურ პროექტებში ჩართვას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სასურველ ანაზღაურებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო (აუცილებელია: თქვენი შესრულებული ვიდეოები, პოსტერები ან სხვა პროექტები) ელფოსტაზე: HR@wiser.ge. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წამატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე