Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719112&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მიმართულება) პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი გაყიდვიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;
** მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მოთხოვნის შესწავლა;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შედგენა/შესრულება;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში;
** გამოფენებსა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა (მოლაპარაკება, ხელშეკრულების გაფორმება, მიღება-ჩაბარება და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია.
** სასურველია საკუთარი ავტომობილი;
** რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია