Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719053&print=yes&view=jobs
 
საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეომემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეომემონტაჟე
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ფორმატის ვიდეოების მომზადება (სოციალური ქსელები, სატელევიზიო ფორმატი, საიმიჯო რგოლები);
** მოკლე ფორმატის ვიდეოების მონტაჟი (TikTok, Instagram, Reels, Shorts);
** ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და პლატფორმის მოთხოვნების გათვალისწინებით (მათ შორის სუბტიტრები და გრაფიკული ელემენტები);
** ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეომონტაჟის ტექნიკური ცოდნა და მონტაჟის პროცესის სრულყოფილი ფლობა;
** Adobe Premiere Pro-სა და After Effects-ის ცოდნა;
** CapCut-ის გამოყენების ცოდნა მოკლე ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
** TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატების, ალგორითმებისა და ტრენდების ცოდნა;
** კრეატიული ხედვა და სიუჟეტური თხრობის უნარი;
** ღონისძიებების, კლიპებისა და საიმიჯო ვიდეოების დამზადების გამოცდილება;

ქცევითი კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #45;
** სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სახელფასო სარგო: 2513 ლარი (დარიცხული);

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვიდეოპორტფოლიო 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით მეილზე: vacancy@iliauni.edu.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია: ვიდეომემონტაჟე".

გაითვალისწინეთ, რომ შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა რეზიუმესთან ერთად თქვენ მიერ დამონტაჟებული სულ მცირე 1 ვიდეოს წარმოდგენა, რომელიც ასახავს თქვენს შესაძლებლობებს მონტაჟის მიმართულებით (კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა, ტექნიკური უნარები).
შერჩევის პროცესი წარიმართება 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა; აპლიკანტის მიერ დამონტაჟებული ვიდეოს/ვიდეოების გადარჩევა
2. გასაუბრება.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია