Робота для біженців з України
ლაზეროთერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: Sydney Royal Clinic
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Sydney Royal Clinic" ეძებს გამორჩეულ პროფესიონალ ლაზეროთერაპევტს, რომელიც მზად არის იმუშაოს პრემიუმ სეგმენტში და უზრუნველყოს შედეგები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ლუქს სტანდარტებს.

თუ გაქვთ გამოცდილება და თავდაჯერებულობა, რომ იმუშაოთ მაღალი კლასის კლიენტურასთან — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 47

მოთხოვნები:

** 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ლაზერულ თერაპიაში
** მაღალი დონის ცოდნა Diode & Alexandrite
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და ესთეტიკური ხედვა
** უნარი შექმნათ ნდობა და კომფორტი პაციენტებთან

ძირითადი მოვალეობები:

** მოწინავე ლაზერული პროცედურების შესრულება უმაღლესი სიზუსტით
** პერსონალიზებული მკურნალობის გეგმების შემუშავება
** კანის მდგომარეობის დეტალური შეფასება და შედეგის მონიტორინგი
** პრემიუმ პაციენტ-სერვისის მიწოდება

პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 4 დღე
** ლუქს კლასის კლინიკური გარემო უახლესი ტექნოლოგიებით
** პროფესიული და კარიერული განვითარება საერთაშორისო ქსელში

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: kirtadzemaiko1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე