Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719050&print=yes&view=jobs
 
ოჯახის ექიმების სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმების სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და დაზღვეულის იდენტიფიკაცია
** დაზღვეულის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის ოჯახის ექიმთან გადამისამართება
** ზარის შედეგების სწორად და სრულად დაფიქსირება პროგრამაში (კომენტარის ველი)
** დაზღვეულისთვის კონსულტაციის გაწევა მომსახურებებისა და პროცედურების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი კომუნიკაცია დაზღვეულთან (follow-up)
** ოჯახის ექიმებთან ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის გადაცემა
** შიდა სტანდარტებისა და სკრიპტების დაცვა სატელეფონო კომუნიკაციისას
** კონფლიქტური ან რთული ზარების სწორად მართვა და დეესკალაცია
** პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა
** ზარების ხარისხის სტანდარტების დაცვა

განათლება და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 900 ლარი
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 დან 18:00სთ-მდე (ჰიბრიდული)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: bitsadze@myigg.ge bunadze@myigg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია