Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლეთრე
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "ლეთრე", რომელიც წარმოადგენს "მილდიანი ჯგუფის" (Mildiani Group) ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სათანადო წარმოდგენა და სექციებში განლაგება პლანოგრამის მიხედვით
** ნაშთების, ფასმაჩვენებლებისა და ვადების მუდმივი კონტროლი (როგორც დარბაზში, ისე საწყობში)
** სარეკლამო აქციებისა და ფასდაკლებების სწორი კომუნიკაციის კონტროლი
** მარაგების მართვა და საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა მომხმარებლებთან და ობიექტის პერსონალთან ურთიერთობისას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციისა და რეპორტინგის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სავაჭრო ობიექტები
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი)
** სეზონური გრაფიკი: აქტიურ ტურისტულ სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) სამუშაო დღეებს ემატება შაბათი, რომელიც ანაზღაურდება დამატებით
** ანაზღაურება (გამოსაცდელი ვადის პერიოდში): 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
** ბონუსი: საქალაქო სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება

კანდიდატები შეირჩევიან შერჩევის პროცესში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mildiani.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მერჩენდაიზერი - ბათუმი".

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 05 ივნისამდე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე