|
დასახელება:
დიასახლისის რეზერვი
|
| მომწოდებელი:
საზოგადოება ბილიკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"საზოგადოება ბილიკი" პროექტის "ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ხაშურში აცხადებს კონკურსს "დედათა და ბავშვთა თავშესაფარში" დიასახლისის რეზერვის პოზიციაზე.
"დედათა და ბავშვთა თავშესაფარი" წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული დედის და მისი მცირე წლოვანი ბავშვის/ბავშვების უზრუნველყოფა მუდმივი ზრუნვით. მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 დიასახლისი და 1 ლიდერი.
"დედათა და ბავშვთა თავშესაფარი-ს" მომსახურებას იღებს, როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი დედები, მათ შვილებთან ერთად.
"დედათა და ბავშვთა თავშესაფარი" ზრუნავს ბენეფიციარების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას. დიასახლისები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ (მცოცავი გრაფიკით).
ზრუნვის პროცესში დიასახლისების ძირითად მოვალეობას წარმოადგენს:
** ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბენეფიციარების ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისებურებების დაცვა
** ბენეფიციარების ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბენეფიციარებზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;
კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** უმაღლესი განათლება
** ორგანიზებულობის, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე /CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com; subject-ში კი მიუთითეთ "ვაკანსია აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე (ხაშური)."
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 მაისი 2026 წელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 53 40 45.
|
|
|
|