Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718998&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Enterprise Rent A Car
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორატიულ კლიენტებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ საიტზე: http://www.enterprise.com

"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (მექანიკა) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ავტომობილის ტექნიკური ნაწილის საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ავტომობილების სერვის ცენტრებში ტრანსპორტირება
** დაზიანებული ავტომობილის ჩანაცვლება და ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე
** ავტომობილის საბურავების სეზონური შეცვლა და დასაწყობება
** მომხმარებლებისთვის გზაზე დახმარების სერვისის უზრუნველყოფა
** ავტომობილების გასაქირავებლად მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ავტომობილების ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის
** ავტოპარკის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

სახელფასო შუალედი: 1, 500-2, 500 ლარი (მოქმედებს საბონუსე სისტემით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Fleet@ehiglobal.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია