|
დასახელება:
ჯგუფებისა და ივენთების გაყიდვების აღმასრულებელი
|
| მომწოდებელი:
Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
სასტუმრო "Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, აცხადებს ვაკანსიას ჯგუფებისა და ივენთების გაყიდვების აღმასრულებელის პოზიციაზე (Groups and Event`s Sales Executive).
ჯგუფებისა და ივენთების გაყიდვების აღმასრულებელის ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა
** კომპანიის პოტენციური პარტნიორებისა და კორპორატიული მომხმარებლების განსაზღვრა
** კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა და მათთვის პროდუქტების შეთავაზება / გაყიდვა
** პოტენციური მომხმარებლისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** ტურისტულ სააგენტოებთან და სხვადასხვა კომპანიებთან შეხვედრების განხორციელება
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი
** ყველა ჯგუფური ჯავშნისა და ღონისძიების მოთხოვნის მართვა და კოორდინაცია (კორპორატიული, MICE, ტურისტული ჯგუფები)
** შეთავაზებების, კონტრაქტებისა და ინვოისების მომზადება და გაგზავნა დროულად და პროფესიონალურად
** სამსახურთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რასაც უშუალოდ მენეჯმენტი დაავალებს
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|