|
დასახელება:
დამხმარე/მტვირთავი
|
| მომწოდებელი:
BrandLux
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
Brandlux — ქართული რბილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 9 წელია ქმნის ხარისხსა და კომფორტს მომხმარებლებისთვის. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანები არიან — გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში დიდი პოტენციალია, რომელიც სწორ გარემოში უკეთ ვლინდება და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება. ამიტომ, მუდმივად ვქმნით განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ კადრს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება.
ვაკანსიის დასახელება: დამხმარე/მტვირთავი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (შესრულებული სამუშაოს მიხედვით)
მდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N157
ძირითადი მოთხოვნები:
** შოურუმში დივნების გადაწყობა და მოწესრიგება
** ავეჯის სწორად და ესთეტიკურად განლაგება
** შეძენილი დივნების მომხმარებლამდე მიტანა და ატანა
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია), (არ არის სავალდებულო)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** უფასო კვებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: brandluxpurchases@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით: +995 568 672 708
ასევე შესაძლებელია დაკავშირება Viber-სა და WhatsApp-ის საშუალებით.
|
|
|
|