Робота для біженців з України
ინკასატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინკასატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის თანამდებობაზე, ხაზინის დეპარტამენტის ინკასაციის სამსახურთან კოორდინაციის ჯგუფში, ნაღდი ფულისა და ფასეულობის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** ნაღდფულიანი ჩანთების/ფასეულობის აღრიცხვა და შენახვა;
** ნაღდფულიანი ჩანთების/ფასეულობის გადაცემა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ინკასატორებზე ბანკის სერვისცენტრში წასაღებად/სერვისცენტრიდან უკუინკასაციის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ნაღდფულიანი ჩანთების/ფასეულობის ინკასაციით უზრუნველყოფა ხელშეკრულების საფუძველზე;
** ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა კომერციულ ბანკში (ფულის წაღება/მოტანა);
** საქართველოს ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის შეტანა/გამოტანაზე განაცხადის გაკეთება და ინკასაციის უზრუნველყოფა
** ნაღდფულიანი ჩანთების ჩაბარება გადამთვლელი სალაროს მაკონტროლებელი მუშაკისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** განათლება: უმაღლესი/საშუალო;
** მოლარედ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნება.

თვისებები:

** გუნდურობა;
** კეთილსინდისიერება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ. ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივნისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე