Робота для біженців з України
რეცეფციის თანამშრომელი/ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი/ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
კომპანია "UGT"-ში ვაცხადებთ ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის (ადმინისტრაციული ასისტენტი) პოზიციაზე.

თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა დიდ და თანამედროვე კომპანიაში, მიიღოთ პირველი გამოცდილება, შეიძინოთ ახალი ცოდნა და განვითარდეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიაში — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

რას ველით კანდიდატისგან?

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოთ:

** თავაზიანი და კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** და რაც მთავარია — გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა / დაბრუნების აღრიცხვა და დღის განმავლობაში გაცემული ბარათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HR დეპარტამენტისთვის;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
** ელექტრონულ ფოსტაზე თანამშრომელთა მხრიდან შემოსული წერილების კონტროლი და უკუკავშირი/მხარდაჭერა;
** ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომელთა ნომრების დამატება;
** თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
** საწვავის ბარათების გაცემა და აღრიცხვა;
** კორესპონდენციის და ამანათების მიღება-ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
** შემოსული დოკუმენტაციის მიღება და გადაცემა შესაბამის პირებზე;
** ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 4 ივნისის ჩათვლით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1180/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე