Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718869&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

White Sails არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გამორჩეული გამოცდილება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენთან დაგხვდება ჯანსაღი სამუშაო გარემო და რეალური შესაძლებლობა პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1100 ლარი
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასტუმრო ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** გამოიყენოს ინვენტარი და საწმენდი საშუალებები ინსტრუქციების სრული დაცვით
** იზრუნოს სამუშაო აღჭურვილობისა და იარაღების მოვლა-პატრონობაზე და მათი გამართულ მდგომარეობაზე
** უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან
** აკონტროლოს სტუმრების მიერ დატოვებული ნივთები და უზრუნველყოს ინფორმაციის დროული მიწოდება
** შეამოწმოს და გააკონტროლოს ოთახების მზადყოფნა როგორც სტუმრის შესვლამდე, ასევე გამოსვლის შემდეგ
** აწარმოოს ყოველდღიური რეპორტინგი კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და პროცედურები
** უზრუნველყოს გარე და შიდა ტერიტორიების სისუფთავე და მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საშუალო განათლება
** ქართული ენის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი
** პუნქტუალური

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უზრუნველყოფილ კვებას
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება White Sails-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია