Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718867&print=yes&view=jobs
 
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებლის პოზიციაზე წყნეთის კამპუსში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან

*თითოეულ ეტაპზე სკოლა აპლიკანტს დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;

გამოცდილება:

** სასურველია, მინ. 1 წელი
** აღმზრდელ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;

საჭირო კომპეტენციები:

** ბავშვის აღზრდა-განვითარების პრინციპების ცოდნა;
** საგნობრივ-პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
** ⁠მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების და მართვის უნარი;
** აღსაზღდელზე ორიენტირების უნარი;
** სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობისა და მისი ასაკთან შესაბამისი ადაპტირების უნარი;
** ცალკეულ აღსაზრდელთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი;
** აღსაზრდელთა ტიპური სიძნელეების გათვალისწინების უნარი;
** ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნის გამოყენების უნარი;
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;
** აღსაზრდელის სუსტად განვითარებული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ⁠ კვებას;
** ⁠ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: ბაქსვუდის სკოლაში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია