Робота для біженців з України
პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: სოლოლაკი რაიზ
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"სოლოლაკი რაიზი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** წერილების მომზადება, მიღება და გაგზავნა;
** დოკუმენტაციის, კონტრაქტების, ინვოისების აღრიცხვა;
** პერიოდული გადარიცხვების კონტროლი და აღრიცხვა;
** ვიზიტორებისთვის ადმინისტრაციულ-ლოგისტიკური დახმარების გაწევა;
** პროექტის ფარგლებში ჩართული პერსონალის დახმარება ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
** მცირე ადმინისტრაციული შესყიდვების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის ინგლისურიდან-ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა;
** შეხვედრების ჩანიშვნა და შეხვედრების ოქმების წარმოება; შესასრულებელი დავალებების მონიტორინგი;
** მიმდინარე საკითხების შესახებ რეპორტის წარმოება და Follow up;
** კომუნალური გადასახადების კონტროლი;
** კონტრაქტორების იჯარების და კომუნალური გადასახადების კონტროლი;
** თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციის მიმართულებით;
** სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა; სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აკურატულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე