|
დასახელება:
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სეული
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
შპს "SEOUL" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობას იღებს ასორტიმენტის საერთო სტრატეგიის განვითარებაში;
** პროდუქციის შესყიდვის და გაყიდვის პროცესების კონტროლი;
** უზრუნველყოფს შიდა გადაზიდვებს ისე, რომ არ შეიქმნას მარაგების დეფიციტი ან სიჭარბე;
** უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
** იღებს მონაწილეობას ფასწარმოქმნის ანალიზში და პროდუქციის ფასების შემუშავებაში;
** აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება (მენეჯმენტი/ლოჯისტიკა/ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
გამოგვიგზავნე CV და მიუთითე ვაკანსიის დასახელება nikaqristesiashvili1@gmail.com
|
|
|
|