|
დასახელება:
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის - F&B სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
Hotel Indigo Batumi Old Town
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
რესტორანი Brasserie 1900 აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის (F&B) სუპერვაიზერი თანამდებობაზე.
ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town" თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში ფუნქციონირებს ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.
Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან : კვებისა და სასმელების დეპარტამენტის (F&B) სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურებას. თუ თქვენ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო — გელით ჩვენს გუნდში.
ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და სამუშაო განრიგის მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი; საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა (პერსონალის დატრენინგება, გადამზადება და სხვა)
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სტუმრების დახვედრა, მაგიდებზე განაწილება;
** ჯავშნების მართვა,
** კომპანიის შიდა წესების, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
** პერსონალის მუდმივი ტრენინგი სერვისის ტექნიკებში, მენიუსა და სასმელების ასორტიმენტში;
** სტუმრებთან კომუნიკაცია, მათი უკუკავშირის მიღება და მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ხარჯების კონტროლი;
** სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და HACCP-ის ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე hr@indigobatumi.com
|
|
|
|