Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718754&print=yes&view=jobs
 
მოძრავი მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტების თაროებზე პროდუქციის განლაგების ადმინისტრირება, მარაგების კონტროლი, პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სხვ.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 6 თვის.
** ავტომანქანა - სავალდებულოა (იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება)

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორი დღე დასვენება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: l.saralidze@libogroup.ge არაუგვიანეს 2026 წლის 31 მაისისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია