|
დასახელება:
პურის მცხობელი
|
| მომწოდებელი:
ქუქი სითი ბეიქერი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
საქართველოში შეიქმნა ახალი და გამორჩეული იდენტობის მქონე კომპანია "ქუქი სითი ბეიქერი", რომლის მიზანიც არის ყოველდღიურად იზრუნოს მომხმარებელზე და შესთავაზოს მათ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად, მაღალი სტანდარტის მომსახურების პირობით.
ჩვენი ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებელზე.
შენ, როგორც მცხობელი:
** შეისწავლი ან/და განავითარებ სხვადასხვა პურ-ფუნთუშეულის მომზადებას და რეცეპტებს;
** შეისწავლი ან/და განავითარებ ცომთან მუშაობის უნარებს;
** შეისწავლი ან/და განავითარებ ბუნებრივი საფუარის დამზადებას;
საჭირო კვალიფიკაცია: ცომთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
** ხარ ენერგიული და გსიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა;
** ხარ ორგანიზებული და გიყვარს სისუფთავე;
** შეგიძლია გუნდური მუშაობა;
** გაქვს ამბიცია რომ იყო საუკეთესო პურის და პურ-ფუნთუშეულის სფეროში და ამისთვის მზად ხარ რომ მაქსიმალურად ბევრი ისწავლო;
პირობები:
** ღამის ცვლა, 5/2ზე
** ანაზღაურება: 1200 - 1500 (გამოცდილებიდან გამომდინარე)
ჩვენ ვართ "ქუქი სითი ბეიქერი", საკონდიტრო და სასაცხობე მიმართულების კომპანია, რომელიც იცნობს საკუთარ მომხმარებელს და ზრუნავს რომ მათ მუდმივად მიიღონ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და საუკეთესო ხარისხის მომსახურება.
CV-ები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nia.qooqybakery@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ CV-ს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|