Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718722&print=yes&view=jobs
 
ავერსის ბრენდირებული პროდუქციის პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავერსის ბრენდირებული პროდუქციის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ავერსის ბრენდირებული პროდუქციის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი

ბრენდირებული პროდუქციის (მერჩენდაიზი და კორპორატიული საჩუქრები) წარმოებისა და მიწოდების პროცესის ეფექტიანი მართვა, კომპანიის ბრენდის გაძლიერებისა და კომერციული მიზნების მხარდაჭერის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდირებული მერჩენდაიზისა და კორპორატიული საჩუქრების პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** პროდუქციის კონცეფციის განვითარებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან ურთიერთობის მართვა;
** ტენდერებისა და კომერციული შეთავაზებების ორგანიზება, ანალიზი და შედარება;
** პროექტების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** წარმოების პროცესის, ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შესყიდვები და სხვა) აქტიური კოორდინაცია;
** მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება და ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის მიმართულებაში (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა ან მომიჯნავე სფერო) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინ. B2 დონე);
** Microsoft Pffice და სხვა საოფისე პროგრამული ურუნველყოფის ცოდნა, პროექტების ** მართვის იმსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Asanam Trello ან მსგავსი);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების განვითარებული უნარები, ორგანიზებულობა და დეტალებე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.05.2026

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DlT7UZCcJy
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია