Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718713&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტული საწარმოს წარმოების ხელმძღვანელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული საწარმოს წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესების დაგეგმვა და მართვა;
** სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის წარმოება შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დაცვით და დადგენილ ვადებში;
** საწარმოო პროცესის მუდმივი მონიტორინგი ყველა ეტაპზე;
** პროცესებში არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და გადაჭრა;
** წარმოების პროცესის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებული თანშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
** ახალი პროდუქციის ინიცირება;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** წარმოების საწყობის აღწერის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით);
** საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების (Excel) კარგი ცოდნა - სავალდებულოა;
** ინგლისურის და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** ფარმაცევტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ,

გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია