Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
"სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის (სეზონური) თანამდებობაზე.

გრაფიკი: მოქნილი (ჰიბრიდული მუშაობა)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის, იდეების შემუშავება, დაგეგმვა/მართვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად
** სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში სოციალური ქსელებისთვის ვიდეო კონტენტის გადაღება
** მოკლე ვიდეო ფორმატის კონტენტის შექმნა, მათ შორის Reels და Shorts
** ფოტო/ვიდეო მასალის მონტაჟი ბრენდის სტილის დაცვით და მათი მომზადება სოციალური ქსელების ფორმატების შესაბამისად
** სასტუმროში მიმდინარე ივენთებზე დასწრება და სოციალურ ქსელებში სთორების განთავსება.
** კონტენტის კალენდრის დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად და მისი განხორციელების პროცესის მართვა.
** სოციალური მედიის ტრენდების/ტენდენციები კვლევა/მონიტორინგი და მათი ადაპტაცია ბრენდის კონტენტის განვითარებაში
** კონკურენტების კონტენტის ანალიზი და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური ერთიანობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა - ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები;
** ფოტო-ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** ვიდეომასალის გადაღება და დამუშავება თანამედროვე ტექნიკური მიდგომებით - კადრის აწყობა (კომპოზიცია, განათება, კადრის სტაბილიზაცია), ხმის ხარისხის კონტროლი;
** გადაღებისთვის საჭირო ტექსტების წინასწარ დამუშავებისა და ვიდეოს სცენარის მომზადების უნარი;

ენები:

** ქართული
** ინგლისური - საკომუნიკაციო და წერილობით დონეზე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: ana.dumbadze@lemeridien.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე