|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
გობრონი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სს "გობრონი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ტექნიკური დავალებების ყოველდღიური შესრულება
** ტექნიკური დეტალების ინსპექტირება/მონიტორინგი და რემონტი
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით
** გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულებაში აქტიური ჩართულობა
** გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებაში აქტიური მონაწილეობის მიღება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა მინდობილ ტერიტორიაზე დადგენილი პერიოდულობით
ზოგადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სს "გობრონი ჯგუფი"-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე — hr@thearthouse.ge.
დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
სს "გობრონი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|