|
დასახელება:
რეკრუტერი
|
| მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს რეკრუტერის ვაკანსიაზე.
** სააგენტოში ვაკანტური პოზიციების იდენტიფიცირება სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის გზით და ვაკანტური პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება;
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა პლატფორმისა და საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
** რეზიუმეების გადარჩევა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** შერჩევის ეტაპების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** კანდიდატების შეფასების ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან კოორდინირება საბოლოო შეთავაზების მომზადების პროცესში;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
** კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
** სააგენტოს, როგორც კარგი დამსაქმებლის ბრენდის განვითარება და პოზიციონირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება HR-ის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** რეკრუტერის პოზიციაზე ან რეკრუტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ ფინანსურ სექტორში/ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** კომუნიკაბელობა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კანდიდატების შეფასებისა და მონაცემთა ბაზების წარმოების კომპეტენცია;
** სტრატეგიული ხედვა შრომის ბაზრის ტენდენციების ანალიზის პროცესში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვა და პროფესიული ეთიკა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეკრუტერი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მაისი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: HR@enterprise.gov.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|