|
დასახელება:
მთავარი მზარეული
|
| მომწოდებელი:
მწვანე ბანაკი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
"მწვანე ბანაკი" აცხადებს ვაკანსიას მანგლისში მთავარი მზარეულის პოზიციაზე.
ბანაკი განკუთვნილია 9-17 წლის მოზარდებისთვის.
ბანაკის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ: https://www.greencamp.ge
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ მზარეულს, რომელიც დატვირთულ გრაფიკში, 60-დან 100 ადამიანამდე, ყოველდღიურად უზრუნველყოფს ოთხჯერადი კვების მენიუს მომზადებას. ბანაკს აქვს წინასწარი შედგენილი მენიუ.
ოთხჯერადი კვების დროები:
საუზმე: 09:00
სადილი: 13:00
სამხარი: 17:00
ვახშამი: 19:00
სამუშაო პირობები:
მზარეულს ადგილზე დახვდება საჭირო მომსახურე პერსონალი (დამხმარე, ჭურჭლის მრეცხავი, დამლაგებელი). ბანაკში მოქმედებს ე.წ. შვედური მაგიდის პრინციპი.
ბანაკი უზრუნველყოფს მზარეულის ტრანსპორტირებას და კომფორტულ საცხოვრებელ ოთახს ინდივიდუალური სველი წერტილით.
სამუშაო პერიოდი:
ბანაკი იწყება 2026 წლის 25 ივნისს და სრულდება ამავე წლის 29 აგვისტოს. სამუშაო პერიოდი მოიაზრებს მთელ ზაფხულს. (მზარეულის ტრანსპორტირება მოხდება ბანაკის დაწყებამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე).
ანაზღაურება:
სრული სეზონის ანაზღაურება - 9500 ლარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@green-camp.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 21 08 42 სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|