|
დასახელება:
ტრენერი/ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
MindShift
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
"MindShift" წარმოადგენს ტრენინგ კომპანიას, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება განვითარებაში ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა გაყიდვები, მარკეტინგი, საზოგადოებრივი ურთიერთობა, მენეჯმენტი, ლიდერობა, მომხმარებელთა მომსახურება, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა.
"MindShift" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ტრენერი / ბიზნესის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტრენინგების ჩატარება მომხმარებელთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და გაყიდვების მიმართულებით;
** პროგრამების მენეჯერთან ერთად ტრენინგის მასალების მომზადება და ადაპტირება კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე;
** თანამშრომლების ცოდნისა და უნარების შეფასება ტრენინგის პროცესში და მის შემდეგ;
** სამუშაო პროცესზე დაკვირვება და თანამშრომლების შესრულების მონიტორინგი;
** უკუკავშირის მიწოდება და განვითარების რეკომენდაციების შემუშავება;
** ტრენინგის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ ჩამოთვლილ მიმართულებაში: გაყიდვები, მომხმარებელთა მომსახურება (სერვისი), მარკეტინგი ან საზოგადოებრივი ურთიერთობა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია AI პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან მუშაობაში;
** დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას, პირდაპირ გავლენა მოახდინოთ სფეროს წამყვანი კომპანიების შედეგებზე;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი (Hybrid);
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი (დარიცხული, კვალიფიკაციის მიხედვით);
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი;
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mindshiftbatumi@proton.me
|
|
|
|