|
დასახელება:
გადამზიდი
|
| მომწოდებელი:
დისქაუნთ დეპო
|
|
გამოქვეყნდა: 02 მაისი
/ ბოლო ვადა: 02 ივნისი
|
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" აცხადებს ვაკანსიას გადამზიდავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1400 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის გადაადგილება საწყობებიდან სავაჭრო ობიექტებში.
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა C კატეგორია აუცილებელია;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ მითითებული ბმული: https://forms.gle/wQTBqP1apJG5ywUf7 ან გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@ddepot.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გადამზიდავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|