Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=718455&print=yes&view=jobs
 
მშრალი ტვირთების დისპეტჩერი - დისტანციური პოზიცია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშრალი ტვირთების დისპეტჩერი - დისტანციური პოზიცია
მომწოდებელი: სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
აშშ-ის ბაზარზე მოქმედი სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მშრალი ტვირთების დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან დისპეტჩერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩაერთვება ყოველდღიურ ოპერაციებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ და სტაბილურ ანაზღაურებას, რომელიც დამოკიდებულია გამოცდილებასა და შედეგებზე
** თანამედროვე სამუშაო პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ პროცესები და აიღოთ ტვირთების მაქსიმალური რაოდენობა
** მუდმივ მხარდაჭერას ოპერაციული გუნდისგან
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გარემო ორიენტირებულია შედეგებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ პირობები, სადაც დისპეტჩერს ექნება ყველა საჭირო რესურსი, რომ სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და გაზარდოს როგორც პირადი, ისე კომპანიის შედეგები.

თუ ხართ ორგანიზებული, სწრაფად აზროვნებთ და გსურთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობა — შემოგვიერთდით.

ადგილმდებარეობა: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სატვირთო მარშრუტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ტვირთების მოძიება და ბროკერებთან ტარიფებზე მოლაპარაკება;
** მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის განახლება სისტემაში;
** ტვირთის სწორად შერჩევა მანქანის ტიპის, წონისა და მარშრუტის შესაბამისად.
** დეტალებზე ორიენტირება და პრობლემის ოპერატიულად აღმოფხვრის უნარი
** მუდმივი ყურადღება პლატფორმებზე და დროული რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა — B2 დონე ან მაღლა (წერა / მეტყველება)
** რუსული ენის ცოდნა — B2 დონე ან მაღლა (წერა / მეტყველება)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, Outlook, PDF რედაქტორი
** სავალდებულოა დისპეტჩერად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება მშრალი ტვირთების მიმართულებით

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
** მიზანმიმართული მუდმივი ზრდისკენ

თუ დაინტერესდით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
hr@bsea.llc

Subject-ის ველში მიუთითეთ: მშრალი ტვირთების დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია