|
დასახელება:
ფიზიკური თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.
ორგანიზაციის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მათი საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ფიზიკური თერაპევტის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად (ქ. თბილისი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** სასურველია ბავშვებთან, მათ შორის შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიული განვითარებისადმი მოტივაცია;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი შეთანხმებით;
** ანაზღაურება ჩატარებული სესიების რაოდენობის მიხედვით (სტაჟისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიული ცოდნა;
შერჩევის პროცესი:
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
** წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მაისი
ელ.ფოსტა: dcfs.georgia@gmail.com. გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ფიზიკური თერაპევტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|